logo
ENG



პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს სახლში იქნება

15 დეკ 201921:06
3 წუთის საკითხავი
 
hay1ux6ym9jfwnj.jpg

 

„მე ყველა კონტაქტი გამოვიყენე, რათა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდეს“, -ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას.

პრეზიდენტი წუხს, რომ ექიმის ტყვეობიდან დახსნა აქამდე ვერ მოხერხდა და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი წლისთვის ის სახლში იქნება.

„მე ყველა კონტაქტი, რაც მქონდა გამოვიყენე, რომ ძალიან აქტიურად მოვითხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა. ეს არის ჩვენი რეალური ბერკეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ მოვახერხეთ ექიმის გათავისუფლდება. იმედი მაქვს, რომ ამ საახალწლო პერიოდში მაინც მოხერხდება მისი გათავისუფლება. მინდა ოჯახს ვუსურვო მხნეობა და ვუთხრა, რომ მთელი საქართველო მის გვერდითაა. თუ ასეთ საკითხებში არ ვართ ერთიანი, მაშინ არაფერი არა ვართ. მაშინ ვართ ძლიერი, თუ ვართ ერთად. ამიტომ ვარ წინააღმდეგი დაპირისპირებების, რომელიც ჩვენ ყველას გვძირავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 15 დეკემბერს, ფოლკლორის ცენტრის სამი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა.

 


close დახურვა