საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი პარტიების საქმიანობის აკრძალვისკენ მოუწოდებს.
ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
"საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება.
ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.
ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეს, 2 მარტს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ მათი თვითმიზანი ევროკავშირი არ არის.