logo
ENG



პრეზიდენტი მართალია, რუსეთი არის საფრთხე - ბოკერია

25 მაი 202021:43
3 წუთის საკითხავი
 

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პუტინის რუსეთი ყოველთვის არის საფრთხე და პრეზიდენტის განცხადება ამის შესახებ სწორია.

როგორც გიგა ბოკერიამ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, პრობლემა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები და ქმედებებია. როგორც ბოკერია აცხადებს, მმართველი პარტია სწორედ პუტინის მეთოდებით იბრძვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

„პუტინის რუსეთი არის მთავარი გამოწვევა ყოველთვის - მათი განზრახვა საქართველოს, უკრაინის, დასავლეთის მიმართ არის აგრესია, რომ დაანგრიონ ყველაფერი. ის არის საფრთხე ყველა თავისუფალი ადამიანისთვის - სწორია, ეს წარმოსახონ. მეორე საფრთხეა ეკონომიკა - დიდი კონკურენცია იქნება, ვინ უფრო ამოქაჩავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პერიოდში ეს მთავრობა გვყავს. სწორია პრეზიდენტის განცხადება - პრობლემა ისაა, რასაც ის პოლიტიკური გუნდი აკეთებს, რომელიც მის უკან დგას. წლების განმავლობაში დგამდა გუნდი იმ ნაბიჯებს, რაც ამ საფრთხეს ზრდიდა - საქართველოს გაქრობით საერთაშორისო ასპარეზზე, თავისუფლების წინააღმდეგ გზავნილს ვინც აკეთებდა, იმათ ახალისებდნენ - იმის ნაცვლად, რომ ამ ბოლო პერიოდშიც რესურსი ამაზე დაეხარჯათ, პიროვნების კულტის განდიდებაზე ხარჯავდნენ და დემონიზაციაზე ოპონენტების პუტინის რუსეთის გზავნილებით - სიძულვილით", - აცხადებს გიგა ბოკერია


close დახურვა