logo
ENG



პრეზიდენტი პასუხისმგებლობას გაურბის - ნაცვლიშვილი შეწყალებაზე საუბრობს

31 ოქტ 201912:28
3 წუთის საკითხავი
 
60rmv16317h3dmn.jpg

მოძრაობა "ლელოს" წევრი და იურისტი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეწყალების ახალი წესის შემუშავების საკითხს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პასუხისმგებლობას გაურბის.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირს არ აქვს ელემენტრული პასუხიმგებლობის განცდა, რათა თავის თავზე აიღოს ამ ერთადერთი უფლებამოსილების სწორად განხორციელება.

„როდესაც პრეზიდენტი თავად ითხოვს, რომ ეს უფლებამოსილება მას შეუზღუდონ და როგორმე ხელისუფლების სხვა შტოებმა გადაიბარონ მისი ეს უფლება, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირს არ აქვს ელემენტრული პასუხიმგებლობის განცდა, რომ თავის თავზე აიღოს ამ ერთადერთი უფლებამოსილების სწორად განხორციელება. ეს მაგალითი მთელი „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშნად იქცა. გაურბის ერთადერთი პასუხიმგებლობას, რომელიც აქვს კონსტიტუციით მინიჭებული. კონსულტაციები მას უნდა დაეწყო ფართო საზოგადოებასთან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა. ბრძანებულების პროექტი, შესაბამისი რეკომენდაციებისთვის, საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა იმსჯელებს. სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება დროულად მოხდება.


close დახურვა