სალომე ზურაბიშვილისთვის უჩვეულო დღე - ხმაური ათონელის რეზიდენციის ეზოში. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აქცია ივანიშვილის გუნდმა მოუწყო. ეს კიდევ ერთი გაფრთხილება იყო, რომ ზურაბიშვილმა არ გაბედოს მესამე პრეზიდენტის შეწყალება. "აქ რომ მოცვივდით ვიღაცები" - ასე მიმართა პრეზიდენტმა რეზიდენციის ეზოში შეკრებილებს. მოგვიანებით კი ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერებს წარსული - სააკაშვილის შტაბში ყოფნა და ქართუ ბანკში მშვიდად მუშაობის პერიოდი შეახსენა. თავად პატიმრის შეწყალებაზე დასმულ შეკითხვას ზურაბიშვილი ბრიფინგის მიწურულს რეპლიკის სახით გამოეხმაურა - "მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა" - თქვა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე
28 დეკ 202219:56
3 წუთის საკითხავი