logo
ENG



პრეზიდენტი ფორმულას: არ ვპასუხობ ქუჩაში

13 იან 202114:40
3 წუთის საკითხავი
 

"უბრალოდ არ ვპასუხობ ქუჩაში". - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფორმულას ჟურნალისტს კითხვას, შეეფასებინა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ზოგიერთი ასპექტი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. 

"უბრალოდ არ ვპასუხობ ქუჩაში. ქუჩაში არ ვპასუხობ".- თქვა მან. 

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა, 12 იანვარს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მისი ინტერვიუ გავიდა. ივანიშვილმა ინტერვიუს დიდი ნაწილი ოპოზიციაზე ლაპარაკს დაუთმო. ოპოზიციას მან "ქარაქუცა პარტიები" უწოდა და მიუთითა, რომ "თუ საზოგადოებამ მაინც მოძალადე აარჩია და უნდა, ბატონი ჰყავდეს, თვითონ არაფერ შუაშია". 

მისივე თქმით, აღარ აპირებს, ქართული ოცნების წევრებს კონსულტაციები გაუწიოს და მხარდაჭერასაც არ აპირებს, "მაქსიმუმი კი არჩევნებზე მისვლა იქნება".


close დახურვა