logo
ENG



პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალების შექმნის ინიციატივით გამოდის

09 აპრ 202118:45
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალების შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ასი წლის განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალების შექმნის ინიციატივით გამოდის.

წინადადება სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააჟღერა.

„ასი წლის თავზე შევქმნათ ერთგვარი ერთიანი მემორიალი, ერთიანი კი არა, მრავალი მემორიალები ვაკის პარკში. იმისთვის, რომ ყველა, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მათთვის იყოს ადგილი მიკუთვნილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლებს, რომ მათ პატივი მიაგოს; სადაც საშუალება გვექნება, ვასწავლოთ ახალგაზრდა თაობებს ასი წლის ბრძოლების ისტორია, სადაც უცხო სტუმრებს უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად.

რაც დღეს ხდებოდა ცხრა აპრილის მემორიალთან და ხდება, პრაქტიკულად, სამწუხაროდ, ყოველ წელს, არის მიუღებელი - ეს არაა ფორმა, რითაც უნდა ვაგებდეთ პატივს და ამიტომ უფრო შესატყვისი ადგილი და ფორმა უნდა მოინახოს ამისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


close დახურვა