logo
ENG



პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

02 ნოე 201913:08
3 წუთის საკითხავი
 
pvr8b9tqbw0qlbr.png

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებიფორმაციას ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის Facebook-გვერდზე ავრცელებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

 "პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულფეიკნიუსს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ "ფეიკნიუსს".
ასეთიფეიკნიუსებიხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა",- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 


close დახურვა