logo
ENG



პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეოს დასახვედრად ემზადებიან

18 ნოე 202009:15
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისი  საღამოს 19 საათსა და 30 წუთზე დაეშვა. მაღალი რანგის სტუმარს  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ. მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს  პრეზიდენტთან, ქვეყნის პრემიერ მინისტრთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართავს. რამდენიმე წუთში დაიწყება პირველი შეხვედრა, სალომე ზურაბიშვილსა და მაიკ პომპეოს შორის.


close დახურვა