პრეზიდენტი მხარს უჭერს რუსეთთან ცალმხრივი სავიზო მდგომარეობის გადახედვას. ომის გამო შეცვლილი ვითარებისა და რუსეთის მოქალაქეების შემოდინების ფონზე სალომე ზურაბიშვილმა არსებულ ლიბერალურ სავიზო რეჟიმს გამოწვევა უწოდა. პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ეს საკითხი ხელისუფლების გადასაწყვეტია. ქართული ოცნების პასუხმა არ დააყოვნა და ზურაბიშვილის მოსაზრებას არ დაეთანხმა. პრეზიდენტი განცხადებით მოლდოვაში გამოვიდა, სადაც მაია სანდუს შეხვდა.
პრეზიდენტის განცხადება მოლდოვადან და ქართული ოცნების უარი
17 ოქტ 202220:23
3 წუთის საკითხავი