logo
ENG



პრეზიდენტის ინიციატივით, დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადების მედლით დაჯილდოვდება

23 მარ 202101:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/23/oub6138naio0lao.jpg

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადების მედლით დაჯილდოვდება. ინფორმაციას ორბელიანების სასახლის კომუნიკაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადების მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.

დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. ის დღეს დაკრძალეს. 

წლების განმავლობაში დათა ვანიშვილი ხურვალეთში ჩასულ ვიზიტორებს, მათ შორის მაღალი რანგის უცხოელ პოლიტიკოსებს, მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს. მისი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მავთულხლართების გავლების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ის უარს ამბობდა საკუთარი სახლის დატოვებაზე, რის გამოც ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.  


close დახურვა