logo
ENG



პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

17 დეკ 202217:32
3 წუთის საკითხავი
 

დღეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები, რათა სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის მიერ ორგანიზებულ აქციას, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეუერთდნენ.

მუმლაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ორბელიანის სასახლესთან აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

„თუ პრეზიდენტი [ზურაბიშვილი] აცხადებს, რომ ევროპული პერსპექტივა მისთვის მართლაც მნიშვნელოვანია, თუ ევროპული და ქართული ფუნდამენტური ფასეულობები" ადამიანის ღირსება, ჯანმრთელობა, სიცოცხლე არის მისთვის მნიშვნელოვანი, მაშინ მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დრო აღარ ითმენს“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

იმავე მოთხოვნებით აქცია ხვალაც დაანონსდა, აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბებიან.  

 

close დახურვა