logo
ENG



პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა

07 მაი 202119:33
3 წუთის საკითხავი
clock 1937
პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. პრეზიდენტი განცხადებას 20:30 საათზე გააკეთებს. 

პრესსამსახური არ ავრცელებს ინფორმაციას, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ამ საკითხზე ზურაბიშვილთან ინტენსიური შეხვედრები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუშინ, 6 მაისს, სალომე ზურაბიშვილი ინდივიდუალურ რეჟიმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

დღეს კი მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები  ქართული ოცნების ლიდერებთან გაიმართა. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, პრეზიდენტს შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენლები - მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.


close დახურვა