მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესასვლელიც დააბოქლომეს.
„მთელმა ქვეყანამ უნდა გაბედოს ბრძოლა და გამოვიდეს გარეთ. ყველას მოგიწოდებთ, რომ ხვალ გამოხვიდეთ. ხვალ, 7 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე გაიმართება მსვლელობა. მოგიწოდებთ, იყოთ გაბედულები და არ დარჩეთ სახლებში,“ - განაცხადა მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენელმა.
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისულ აქციის მონაწილეებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარებზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა აქტივისტებმა მაინც შეძლეს სიმბოლური აქტის განხორციელება.