პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"3 მსჯავრდადებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდადებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან", - წერია ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა
11 ნოე 202414:28
3 წუთის საკითხავი