პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ონლაინპროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით „სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად, 12 792 ლარით დაუფინანსა.
საქართველოს პრეზიდენტი სოციალურად დაუცველებს საქველმოქმედო პლატფორმის www.charte.ge-ს საშუალებით დაეხმარა. მოსწავლეების უმეტესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.
აღნიშნული პლატფორმის საშუალებით მოსწავლეებს საშუალება აქვთ უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას, მედიაწიგნიერებას, ფინანსურ დახმარებას და ა.შ.
,,სალომე ზურაბიშვილის ფონდი" 2019 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა.