logo
ENG



პრეზიდენტმა დოლიძის განცხადება მიიღო - უმაღლეს საბჭოში კონკურსი ცხადდება

25 ივნ 202015:13
3 წუთის საკითხავი
 
7x95b3tio6hm7yk.jpg

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი ცხადდება. შესაბამის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

კონკურსის გამოცხადების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. 

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ქალბატონი ანა დოლიძის პირადი განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ. აღნიშნული განცხადება არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 1 პუნქტის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი, რომლის პირობებიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N:25/06/01 განკარგულებით. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლებამოსილებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაკავებული თანამდებობა 22 ივნისს დატოვა

 


close დახურვა