საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 4 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი პრეზიდენტმა დღეს, 2 ივნისს გამოსცა.