logo
ENG



პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდადებული შეიწყალა

11 ივლ 202413:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/hc5ook3ba8c29x6.png

საქართველოს პრეზიდენტმა 13 მსჯავრდადებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდადებულს.

მათივე ცნობით, შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდადებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.


close დახურვა