logo
ENG



პრემიერ-მინისტრის გადადგომას ისრაელში ათასობით ადამიანი ითხოვს

01 დეკ 201910:59
3 წუთის საკითხავი
 
lzlnxncoqjde6mz.jpg

ისრაელის ქალაქები ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მასშტაბური დემონსტრაცია ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით თელ-ავივის მთავარ მოედანზე "ხელისუფლების ხარისხის მოძრაობამ" გამართა.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ნეთანიაჰუს ნეთანიაჰუმ არ უნდა დაუშვას სახელმწიფოს ნგრევა და იმ ფონზე, რომ ქვეყანაში მძიმე  პოლიტიკური კრიზისია, დატოვოს თანამდებობა და გამოძიებას უპასუხოს. ისრაელის პრემიერს პროკურატურა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და კორუფციას ედავება. მას ბრალი ოფიციალლურად წაუყენეს, თუმცა კანონმდებლობა გადადგომას არ ავალდებულებს. 


close დახურვა