პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე გაკეთებული სიუჟეტის შემდეგ შაბათის ფორმულას ჟურნალისტი ლუკა ტყებუჩავა 2 წლის წინანდელ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს. საქმე, რომელიც აქამდე თაროზე იყო შემოდებული, ფეხბურთის ფედერაციასთან მომხდარ დაპირისპირებას ეხება.
ჟურნალისტს დღეს, კვირა დღეს დაუკავშირდნენ.
2020 წლის 11 ნოემბერს ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც ლუკა ტყებუჩავაც იმყოფებოდა, ერთმანეთს ფედერაციის თანამშრომლები და საპროტესტო აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
გუშინ, 5 ნოემბერს ფორმულას ეთერში გავიდა შაბათის ფორმულას სიუჟეტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ახალ დეკლარაციას ეხებოდა. დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილს პენსიონერმა მშობლებმა ჯამში 300 000 ლარი აჩუქეს. ტყებუჩავა ღარიბაშვილის მშობლების საცხოვრებელ სახლთან, სოფელ ხორნაბუჯშიც იმყოფებოდა. ადგილზე მას აგრესიით დახვდნენ.
სიუჟეტი: