logo
ENG



პრემიერი: ოპონენტებმა დაიწყეს საუბარი არჩევნების გადადებაზე, ამისთვის ომბუდსმენი გამოიყენეს

25 აგვ 202114:25
3 წუთის საკითხავი
 
ქართული ოცნება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის პროვოკაციას არ წამოეგებიან და არჩევნებს არ გადადებენ. გარდა ამისა, ის თავს ესხმის სახალხო დამცველს და ამბობს, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი ოპონენტებმა გამოიყენეს.

"გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ. ოპოზიცია და ოპონენტები, დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და გამოვიდა ქალბატონი ნინო, რომ მივმართავ პრემიერს იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას. ეს, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ ნაციონალების მიერ შემუშავებული გეგმა და ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით და არჩევნები ჩატარდება და ქართული ოცნება გაიმარჯვებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უნდა დაიწყოს მსჯელობა თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხზე. მისივე თქმით, წინა წლის მსგავსად, მოსალოდნელია, რომ არჩევნების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს. 

ქართულ ოცნებაში არჩევნების გადადების იდეას არ იზიარებენ და აცხადებ, რომ ამაზე საუბარი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წააგებს. 


close დახურვა