გაზაფხულზე შესაძლოა სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. კომენტარები ამ საკითხზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს. გიორგი გახარიას თქმით, ცვლილებების შესახებ ცნობილი სწორედ გაზაფხულზე გახდება.
"ჯერ გაზაფხული არ დამდგარა, ამიტომ დაელოდოთ გაზაფხულს", - აცხადებს გახარია.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ასევე საარჩევნო თემატიკას და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესს აფასებენ. ისინი ხელისუფლების ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
"მაგიდის აყირავება ოპოზიციის პოპულისტური ტერმინია და, სინამდვილეში, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მხარს უჭერს დიალოგს. თუ ოპოზიციას მართლს სჯერა გამარჯვების ნებისმიერ ვარიანტში, მაშინ გაუგებარია ჩვენ მიერ შეთავაზებულ სისტემას რატომ არ თანხმდებიან", - აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობილია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას არჩევნების 100-50 სისტემით ჩატარებას სთავაზობს, რაზეც ოპონენტები არ თანხმდებიან. როგორც ოპოზიციაში ამბობენ მსგავსი შეთავაზებით, მმართველი გუნდი გამარჯვებული ხდება. ოპოზიციამ მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.