logo
ENG



პრემიერის გადადგომის მიუხედავად ლიბანში აქციები გრძელდება

03 ნოე 201912:26
3 წუთის საკითხავი
 
3hpkz1n03bnm33v.png

ახალი მთავრობის რაც შეიძლება სწრაფად ფორმირება - ეს ლიბანში დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა. პრემიერის გადადგომის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება, გამოსვლები სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბანკების ასოციაციაშიც შეიჭრნენ და შენობაში შესასვლელი ჩაკეტეს.

ლიბანში აქციების დაწყების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა „ჰესბოლას“ ლიდერმა. ვიდეომიმართვაში მან განაცხადა, რომ კრიზისის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია მთავრობის თავიდან ფორმირება.

„დღეს ლიბანელი ხალხის პოლიტიკოსების საპარლამენტო ბლოკების ვალდებულებაა თავიდან ავიცილოთ ვაკუუმი ხელისუფლებაში, ახლა მთავრობა რაც შეიძლება მალე უნდა იყოს ფორმირებული. როგორიც უნდა იყოს ახალი ხელისუფლება, მისი მთავარი ვალდებულება ხალხსა და მთავრობას შორის ნდობის აღდგენაა“, - განაცხადა ჰასან ნასლანამ.

ქვეყანაში „ჰესბოლას“ გააქტიურებას იმას უკავშირებენ, რომ მათ პრემიერობის საკუთარი კანდიდატურა ჰყავთ. „ჰესბოლა“ აქამდე მოქმედ პრემიერთან თანამშრომლობდა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

დემონსტრაციებს ტრიპოლიში შეუერთდნენ მუსიკოსებიც, აქციის მონაწილეებთან ერთად ისინი დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვენ, მშვიდობიანი დემონსტრაცია ტრიპოლიში მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.


close დახურვა