logo
ENG



პრემიერის გადადგომის მოთხოვნა

11 სექ 202320:00
3 წუთის საკითხავი
 

ღარიბაშვილი დუმილისა და იგნორირების გზას ირჩევს - უმძიმეს ფინანსურ სკანდალში დადანაშაულებულმა პრემიერმინისტრმა მოსახლეობა განმარტების ღირსადაც არ მიიჩნია. მთავრობის სხდომაზე გამოსვლა ისე დასრულდა, არაფერი თქმულა თვითმფრინავით სარგებლობის საკითხზე. დუმს ანტიკორუფციული სამსახურიც, რომლის უფროსი თავად ღარიბაშვილის დანიშნულია. არც პროკურატურა რეაგირებს. ქართული ოცნების დეპუტაცია კი, რომელსაც მთავრობის კონტროლი ევალება, მისი დაცვითაა დაკავებული. ღარიბაშვილს, რომლის გადადგომასაც მოითხოვენ, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საზოგადოებამ მხოლოდ მთავრობის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული განცხადებები წაიკითხა, ტექსტები უფრო მეტ შეკითხვას აჩენს. 


close დახურვა