კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა პრემიერმინისტრის მამის კომპანიასთან გაფორმებულმა სახელმწიფო შესყიდვამ. ბიუჯეტიდან, ტარიელ ღარიბაშვილს 150 000 ლარი უნდა მიეღო. კონტრაქტი 29 აგვისტოს გაფორმდა, საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ კი, ახლა შესყიდვა აღარ იძებნება. მკვლევრებს ეჭვი ფულის გათეთრებაზე აქვთ. კომპანია პრემიერის მამამ შარშან შეიძინა და ეს 200 ათასზე მეტი დაუჯდა. ღარიბაშვილის დეკლარაციაში ორჯერ მოხვდა მამის საჩუქარი - 150-150 ათასი ლარი.
პრემიერის მამის ქონება
12 სექ 202320:07
3 წუთის საკითხავი