logo
ENG



პრიგოჟინი: 10 მაისს ვაგნერი ბახმუტიდან გამყავს

05 მაი 202312:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/05/ezbhsf3z419lqib.png

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებს.

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეირაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.

"ოფიციალურად მივმართავ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, თავდაცვის მინისტრს, რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალს და რუს ხალხს - 10 მაისს იძულებული ვიქნებით ბახმუტში ჩვენი პოზიციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს გადავცეთ და ჩვენი მეომრები გავიყვანოთ ფრონტის ხაზიდან, რათა ჭრილობები მოვიშუშოთ. გამყავს ვაგნერელები, რადგან შეიარაღების უქონლობის გამო, ისინი განწირულები არიან უაზრო სიკვდილისთვის", - თქვა პრიგოჟინმა.

ბოლო თვეების განმავლობაში ბახმუტში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები ქალაქზე თავდასხმებს აგრძელებენ, თუმცა უკრაინელები იერიშის მოგერიებას ახერხებენ. 

ISW-ს ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტის რეგიონში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამასთან, ბოლო ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას არ შეუძლია ბახმუტის მიტოვება, რადგან ქალაქის აღება რუსეთის ჯარებს ფრონტის გაფართოებაში დაეხმარება.

2 მაისს, თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ თქვა, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა

ბახმუტი ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა, სადაც რამდენი ქართველი მებრძოლიც დაიღუპა. 

 


close დახურვა