logo
ENG



პრიგოჟინი შესაძლოა ესწრებოდეს სამიტს, რომელსაც პუტინი უძღვება

27 ივლ 202316:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/27/iwxbp7eyev8a7nc.jpg

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენინ პრიგოჟინი შესაძლოა ესწრებოდეს ფორუმს, რომელსაც ვლადიმირ პუტინი უძღვება.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში "რუსული სახლის" ხელმძღვანელმა დმიტი სიტიმ პრიგოჟინისა და რესპუბლიკის წარმომადგენლის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. სიტის მტკიცებით, სურათი რუსეთი-აფრიკის სამიტზეა გადაღებული, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მიმდინარეობს.

გამოცემა "ფონტანკა" აღნიშნავს, რომ ფოტო სასტუმრო "ტრეზინშია" გადაღებული, რომელიც პრიგოჟინის ოჯახს ეკუთვნის.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, აფრიკის რამდენიმე ქვეყანას სამი-ოთხი თვის განმავლობაში 25 000-50 000 ტონა მარცვლეული უსასყიდლოდ მიაწოდოს.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა