დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, პრინცი ჩარლზის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სუსტი სიმპტომები მაინც აღენიშნება.
პრინცი და მისი მეუღლე, კამილა თვითიზოლაციაში იყვნენ შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში.
ვისგან გადაედო პრინცს ვირუსი უცნობია.