logo
ENG



პრინცი ენდრიუ, შესაძლოა, სექსუალური შევიწროების საქმეებზე დაკითხონ

03 დეკ 201909:04
3 წუთის საკითხავი
 
qzrau0j7yffl28s.jpg

დიდი ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ შესაძლოა სექსუალური შევიწროების ხუთ საქმეზე დაკითხონ. დაზარალებული ქალის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პრინცმა სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს. უფლებადამცველის განმარტებით, ენდრიუ სექს-ტრეფიკინგის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

მანამდე ელისაბედ მეორის შვილს უფლებამოსილება დროებით შეეზღუდა. დაზარალებული მხარე აცხადებს, რომ პრინცი სექსუალური შევიწროების ფაქტებს არაერთხელ შესწრებია. იორკის ჰერცოგი ბრალმდებელთან სექსუალურ კავშირს უარყოფს. საქმეს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.


close დახურვა