პრინცი უილიამი 38 წლის ხდება. დიდი ბრიტანეთის სამეფო კარმა კემბრიჯის ჰერცოგის იუბილესთან დაკავშირებით შვილებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
სურათები, რომლებზეც უილიამი თავის სამ პატარასთან ერთად მამის დღეს აღნიშნავს, ქეით მიდლტონმა ნორფოლკში გადაიღო.
დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე კი პრინცი უილიამი ადგილობრივი ბიზნესის ხელშესაწყობად დაგეგმილ კამპანიაში ჩაერთო და ნორფოლკში ადგილობრივ საცხობსა და სათბურს ესტუმრა.