პრინც ფილიპს 99 წელი შეუსრულდა. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ედინბურგის ჰერცოგის დაბადების დღის აღსანიშნად ემზადება. ამ დღესთან დაკავშირებით სამეფო ოჯახმა პირველ ივნისს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, სამეფო ოჯახი პრინცი ფილიპის იუბილეს ვიწრო წრეში აღნიშნავს. უინძორის სასახლეში დედოფალი და მისი მეუღლე კარანტინის დაწყების შემდეგ იმყოფებიან. ედინბურგის ჰერცოგმა ასაკის გამო სამეფო მოვალეობების შესრულება 2017 წელს შეწყვიტა.