მეგან მარკლის შემდეგ ბრიტანულ ტაბლოიდებს პრინცმა ჰარიმაც უჩივლა. ჰარიმ სასამართლოში სარჩელი ორი გამოცემის, SUN-ისა და DAILY MIRRORS-ის წინააღმდეგ შეიტანა.
საქმე ეხევა ჟურნალისტების მიერ ხმოვანი შეტყობინებების უკანონო მოპოვებას. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდს უკავშირდება პრინცი ჰარის ბრალდებები, მაგრამ, შესაძლოა, საქმე 2000-იანი წლების დასაწყისში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, სატელეფონო მოსმენების სკანდალს ეხებოდეს.