პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქორწინების ორი წლის თავს აღნიშნავენ. უინძორის სასახლეში გამართული ქორწილის შემდეგ დედოფალი ელისაბედის შვილიშვილი და ამერიკელი მსახიობი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილად იქცნენ.
გასულ წელს წყვილს შვილი შეეძინა. იანვარში 35 წლის ჰარიმ საკუთარი გადაწყვეტილება გაახმაურა და თქვა, რომ სამეფო ვალდებულებებზე უარს აცხადებს. ახლა წყვილი ამერიკაში ცხოვრობს.