პრინცი ჰარის შვილი ერთი წლის გახდა. პატარა არჩის დაბადების დღის დეტალებს სამეფო ოჯახის მემატიანე ახმაურებს. მისი თმით, მეგან მარკლი შვილისთვის სადღესასწაულო ტორტს მხოლოდ ორგანული პროდუქტებისგან თავად გამოაცხობს.
სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე შვილისთვის ზეიმს მალიბუში მდებარე სახლში მოაწყობენ. დაგეგმილია ონლაინ შეხვედრა პრინც უილიამთან, ქეით მიდლტონთან და მათ შვილებთან. სამეფო კარის მემატიანეს თქმით, დედოფალი შვილთაშვილს დაბადების დღეს ზუმის აპლიკაციით მიულოცავს.