პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ახალ ცხოვრებას იწყებენ. წყვილმა სამეფო ოჯახის წევრის ტიტული ოფიციალურად დათმო.
ერთი დღით ადრე კი ჰარიმ და მეგანმა სასექსის სამეფო ინსტაგრამის გვერდზე ბოლო პოსტიც გამოაქვეყნეს და მიმდევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. წყვილის თქმით, ისინი საქველმოქმედო საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებენ.