გიგი უგულავას განცხადებით, ძალოვან უწყებებში არსებული პრობლემები ბიძინა ივანიშვილის მთავრობის რიტორიკის შედეგია.
როგორც უგულავამ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, „ქართული ოცნება“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ შსს-ში არსებულ პრობლემებზე საუბარს პოლიტიზირების იარლიყს აწებებს.
უგულავას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო სამუშაოები მეტი გულისყურით უნდა ეწარმოებინა.
„მიტინგზე შსს-ს ცხრა დრონი სვავებივით დაგვტრიალებს და მერე მათი ტელევიზიებით ხორხოცობენ, ბევრნი ვართ თუ ცოტა. იქნება გუშინ და გუშინწინ მეტი გულისყურით რომ მომხდარიყო მოძებნა, იქნება სხვა შედეგი დამდგარიყო. არასდროს შევალ ამ გაგებით პოლიტიზებაში.
ეს პრობლემები, რაც გვაქვს, ივანიშვილის რიტორიკის შედეგია. რაც მოვიდა ხელისუფლებაში, თუ რამე პრობლემაა შსს-ში, უნდა მივაწებოთ იარლიკი პოლიტიზირება. გუშინდელ გზის გადაკეტვაზე გამგეობის წარმომადგენელი ამ ადამიანებს ეუბნება, ოპოზიცია გმართავთო. პოლიტიზება ეს არის", - აცხადებს გიგი უგულავა.
ხუთდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.