რატომ ვერ მთავრდება ინფრასტრუქტურული პროექტები ? გაჭიანურებული სამუშაოების შესახებ მწვავე შეკითხვებს მინისტრის საათის ფარგლებში ირაკლი ქარსელაძეს უსვამდნენ. მთავრობის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ პრობლემური პროექტების უმეტესობა 2024-ში დასრულდება.
ყველა დაუმთავრებელი პროექტი საბოლოოდ მოსახლეობას გაცილებით ძვირი უჯდება. ლაპარაკია ასეულობით მილიონ ლარზე, რაც კორუფციის დიდ ალბათობაზეც მიუთითებს. დახარჯული მილიარდობით ლარის მიუხედავად, საქართველო ლოგისტიკური ეფექტიანობით ას მერვე ადგილზეა და რეგიონში უკანასკნელ პოზიციას იკავებს.