პარტია პროგრესული საქართველოს ლიდერზე, გიორგი კვაბზირიძეზე რამდენიმე წუთის წინ თავდასხმა მოხდა.
იმ დროს, როდესაც კვაბზირიძე ე.წ "გეპეის" მესამე კორპუსთან კუთვნილ ავტომანქანაში ჯდებოდა, მას უცხო პირი მიუახლოვდა, იარაღის მუქარით პოლიტიკიდან წასვლა მოსთხოვა და შემდგომ ჰაერში გაისროლა.
თავდასხმის შედეგად კვაბზირიძე არ დაშავებულა.
"სავარაუდოდ, ეს მოხდა შეშინების მიზნით. არ მგონია დამიზნებით ესროლა იმიტომ, რომ საკმაოდ ახლოდან ისროდა. მუშაობენ ახლა ადგილზე და იმედია დაადგენენ სიმართლეს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არ იქნება პოლიტიკის და არჩევნების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთ პირობებში ტარდებოდეს არჩევნები.
ეს არის მესიჯი და ამ მესიჯს მინდა საჯაროდ ვუპასუხო, რომ არ ვაპირებ პოლიტიკას შევეშვა, არ ვაპირებთ არც მე და არც ჩემი გუნდი პოლიტიკაზე ხელის აღებას იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ არის სწორი და კარგი ამ ქვეყნისთვის", - ამბობს კვაბზირიძე ფორმულასთან.
ამ დროისთვის, თავდასხმის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.