logo
ENG



პროკურატურა: აფგან მუხთარლი გერმანიაში ივლისში გამოიკითხა, საქმეზე გამოძიება გრძელდება

09 ოქტ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 
67bf533a1yjfmmv.jpg

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისმა სამსახურებმა უკვე გამოკითხეს და მისი ჩვენება საქმის მასალებს დაერთო. ეს განცხადება პროკურატურამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისისკენ მომავალი მუხთარლი ბერლინის აეროპორტში შეაჩერეს და გამოფრენის საშუალება არ მისცეს. აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ ის თბილისში მისივე საქმეზე ჩვენების მისაცემად ჩამოდიოდა. 

"საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის 1 ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც დღეს გერმანიიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აცხადებს, რომ ბერლინის აეროპორტში გამოფრენის შესაძლებლობას არ აძლევენ. მისი თქმით, დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს ავიახაზები და საქართველოს საკონსულო გერმანიაში. როგორც აფგან მუხთარლი წერს, მას ეუბნებიან, რომ საბუთები არ აქვს წესრიგში. 


close დახურვა