logo
ENG



პროკურატურა: ზუგდიდში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

27 ოქტ 202019:22
3 წუთის საკითხავი
clock 674
xc1a3yoe8n83g4a.jpg

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ  მოქალაქე ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ხოლო პოლიციელი კონფლიქტის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. 

"27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ  მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო", - აცხადებენ უწყებაში. 

გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის გ.ს. დაზარალებულად ცნობილია და მისთვის მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


close დახურვა