logo
ENG



პროკურატურა: კაცს, რომელიც ცოლს 5 საათს სცემდა და აწამებდა, 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

02 ნოე 202118:54
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურა: კაცს, რომელიც ცოლს 5 საათს სცემდა და აწამებდა, 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც ცოლს 4-5 საათს სცემდა და აწამებდა. 

უწყების ცნობით, ცემისა და წამების შემდეგ კაცმა ქალი წაიყვანა მშობლების სახლში და ფიზიკურად გაუსწორდა მის ძმას და მამას და იარაღის დემონსტრირებით და გასროლით, ქალის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაული 2021 წლის 24 თებერვალს მოხდა. 

პროკურატურა აცხადებს, რომ კაცის აზრით, ქალს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერის და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება.

დამნაშავე სამართალდამცველებმა 2021 წლის 25 თებერვალს დააკავეს. 

მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით:

  • 111-1441 მუხლის 1-ლი ნაწილი (წამება - პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის);
  • სსკ-ის 111-126-11 მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა - სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია);
  • სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);
  • სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია); 
  • სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


close დახურვა