logo
ENG



პროკურატურა: შსს-მ ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით ინტერპოლით ძებნილი კაცი დააკავა

28 ნოე 202012:32
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/28/8e2tqbesbvm401r.jpg

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავა. ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, დაკავებული ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია (Europe’s Most Wanted).

ცნობილია, რომ დ.კ.-ს ბრალად ედება სერიული და ორგანიზებული ქურდობების ჩადენა, ასევე ფულის გათეთრება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

"დ.კ. 2019 წლის განმავლობაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას და შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა გზით ათეთრებდა... ლუქსემბურგის კომპეტენტურ ორგანოებს 40 - დღიანი ვადა აქვთ საექსტრადიციო დოკუმენტების წარმოდგენისთვის. საექსტრადიციო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 


close დახურვა