logo
ENG



პროკურატურა - გერმანიიდან საქართველოში დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება

03 ივლ 202013:27
3 წუთის საკითხავი
 
6olbt0ktzlkgrto.jpg

პროკურატურის ინფორმაციით, ბერლინიდან საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნის,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება. 

როგორც „ფორმულას“ პროკურატურაში განუცხადეს, უწყება საქმეზე მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებს.

ჭაკუა არა ერთ მძიმე დანაშაულში ედება ბრალი: პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

მას, მეგის ქარდავასა და ბაჩო ახალაიასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება.

ბრალდების მიხედვით, ციხის კადრების გავრცელებამდე ერთი კვირით ადრე, 2012 წლის 17 სექტემბერს ჭაკუა დაიბარა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდნელ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი არ შეეფერებოდა სინამდვილეს და გადაღებული იყო დაკვეთით.

მასალა განახლებადია.


close დახურვა