logo
ENG



პროკურატურა - ცინარიძის ცოლმა მის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, შემდეგ შეუფარდეს გირაო

15 ივლ 202019:41
3 წუთის საკითხავი
 
0mgbpstxl8b1bih.jpg

საქართველოს პროკურატურა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის დავით ცინარიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ოჯახური ძალადობისთვის დაკავებულ ცინარიძეს სასამართლომ 30 000 ლარის გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ  26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, დაზარალებულმა, რომელიც ბრალდების მხარემ მოწმედ დაიბარა, ცინარიძის, ანუ მისი მეუღლის, წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა.

ამის შემდეგ დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე გირაოს შუამდგომლობა დააყენა და ბრალდების მხარისგან განსხვავებით, სასამართლო მას დაეთანხმა. 

"თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება. დავით ცინარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით" - ამბობს უწყება.

დავით ცინარიძეს ბრალი 2020 წლის 29 აპრილს წაუყენეს. ყოფილი მაღალჩინოსანი მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 

ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 


close დახურვა