logo
ENG



პროკურატურა დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

20 ივლ 202615:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/20/083ac1somtdcw5j.png

პროკურატურა კახეთში ინციდენტის მონაწილე გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს.

როგორც "ფორმულას" პროკურატურაში უთხრეს  "დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთის ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5 000 ლარის ოდენობით."

18 ივლისს, კახეთში ქორწილში ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. რის შემდეგაც დაკავებული ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული.

მომხდარზე დაკავებულია გიორგი ჭიღლაძე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.


close დახურვა