logo
ENG



პროკურატურა მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებს

08 ოქტ 201914:38
3 წუთის საკითხავი
 
ky6cb11oxswbndc.jpeg

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისს აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, დაზარალებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი. ამ საქმეზე გამოძიება უკვე 3 თვეა, მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, „დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები.  როგორც ვიცი, ეს პროცედურები მაკო გომურის მიმართ მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება, ის  იქნება დაზარალებულად ცნობილი“, - განაცხადა გახარიამ. ყოფილი შსს-ს მინისტრი ასევე არ ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ მაკო გომურს შეხვედრის თხოვნით მიმართავს, სურვილი როცა მექნება, მაშინვე განვაცხადებ“, - თქვა პრემიერმა.

20-21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცველი და აქციის 4 მონაწილე. ეს ინფორმაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა, საია-მ საქმეზე ინფორმაცია გენერალური პროკურატურისგან გამოითხოვა.


close დახურვა