logo
ENG



პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

28 იან 202114:00
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. 

პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

"დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას", - განაცხადა პროკურორმა.

მისი განმარტებით, "ეს ნიშნავს, რომ ბრალდებული თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას". მისივე თქმით, პროკურატურა ამ პროცესში იქნება "საკმაოდ პრინციპული და კატეგორიული".

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება.


close დახურვა