logo
ENG



პროკურატურა მზადაა, ბაჩალიაშვილის საქმის მასალები სახალხო დამცველს გააცნოს

31 აგვ 202015:22
3 წუთის საკითხავი
 
vieqeu75py0bsg5.jpg

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც უწყებაა მზადაა, მიმართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს.

"საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, მას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ  და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს  საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს 31 აგვისტოს ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არაერთი მოწოდების მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატისთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალები პროკურატურას ამ დრომდე არ გადაუცია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა