logo
ENG



პროკურატურა ჟურნალისტებს პასუხობს - რა წერია წერილში

28 ივლ 202115:07
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურა ჟურნალისტებს  წერილით პასუხობს, რომელსაც მედიის 200-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს, ისინი მთავარი პროკურორისგან ალტ-ინფოს საქმიანობის შესწავლას და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების იდენტიფიცირებას ითხოვდნენ. პროკურატურის საპასუხო წერილში კი წერია, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირების იდენტიფიცირების, მათ შორის ორგანიზატორების დადგენის და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

მედიის წარმომადგენლებისთვის ეს პასუხი საკმარისი არ არის, რადგან ორგანიზატორებიდან დასჯილი კვლავ არავინ არის.


close დახურვა